
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დადგა დრო, ისრაელმა გადაწყვიტოს ვისთან არის.
“ხომ არ დადგა დრო, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს ვისთან არის? დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ ებრძვის მისი არსებობის ეგზისტენციალურ საფრთხეს თუ მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როდესაც ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრული განადგურებაა?“ – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ ისრაელი მის კითხვაზე სამართლიან პასუხს გასცემს, რადგან ის არა პოლიტიკას, არამედ ღირებულებებს ეხება.
ზელენსკის განცხადებით, პარტნიორები უკვე ეხმარებიან ან შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ცის დაცვაში, თუმცა ისრაელი ამ პარტნიორებს შორის არ არის.
“უკრაინელები უარს არ იტყვიან თავიანთ ბრძოლაზე, რადგან მათ სურთ მარტივი და გასაგები რამ: გაათავისუფლონ თავიანთი მიწა, უზრუნველყონ თავიანთი ხალხის უსაფრთხოება და მშვიდობა მისცენ უკრაინელებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს