ზელენსკი ხვალ თურქეთში ერდოღანს შეხვდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს ხვალ, 18 თებერვალს ეწვევა და თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.
როგორც ალთუნმა აღნიშნა, უკრაინის სახელმწიფოს მეთაური თურქეთს ერდოღანის მიწვევით ეწვევა.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილება უკრაინასა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტი და განიხილება ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
ასევე, ალთუნის თქმით, ზელენსკი და ერდოღანი გაცვლიან მოსაზრებებს უკრაინის ბოლო მოვლენებზე და სხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის თურქეთს ეწვევა, ამის შემდეგ საუდის არაბეთში გაფრენას გეგმავს.
ზელენსკისა და ერდოღანის ბოლო შეხვედრა გასული წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. დღეს კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს