ზელენსკი – კიევი სხვადახვა დამპყრობელს გადაურჩა, გადაურჩება რაშისტებსაც


ავტორი
Front News საქართველო
ასე აღნიშნავს რუსეთი ჩვენი უძველესი კიევის დღეს, მტერმა ძლიერი დარტყმა სწორედ კიევსა და ოლქს მიაყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს ჩვენმა სახელმწიფომ გაიარა რუსული შაჰედის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა – 54 დრონი ერთდროულად. თითქმის ყველა ჩამოაგდეს.
ასე აღნიშნავს რუსეთი ჩვენი უძველესი კიევის დღეს… მთელი თავისი ისტორიის მანძილზე კიევს დამპყრობლებისგან უნახავს სხვადასხვა სისაძაგლე. ყველა მათგანს გადაურჩა – რაშისტებსაც გადაურჩება. აქ არცერთი არ იქნება!” – განაცხადა ზელენსკიმ.
28 მაისს უკრაინელები კიევის დღეს აღნიშნავენ. სწორედ ამ დღეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე უპილოტო თვითმფრინავების ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს. თავდაცვითმა ძალებმა შეძლეს მტრის 52 დრონის ჩამოგდება.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს