ზელენსკი კიშინიოვში ევროპის სამიტზე ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიშინიოვში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომელსაც მოლდოვის რესპუბლიკა მასპინძლობს.
“დღეს ჩვენ ვმუშაობთ მოლდოვაში. ვმონაწილეობთ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. იქნება ბევრი ორმხრივი შეხვედრა. ჩვენ ვავითარებთ მებრძოლთა კოალიციას. ევროკავშირი, ნატო, მშვიდობის ფორმულა. დავიცვათ ჩვენი მომავალი“, – წერს ზელენსკი.
სამიტი მოლდოვაში 1 ივნისს გაიმართება და მასში 50 პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ევროპელი მაღალჩინოსანი მიიღებს მონაწილეობას.
სამიტს დაესწრებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
მოლდოვაში სამიტის უსაფრთხოებას ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები უზრუნველყოფენ. მოლდოვაში, 25 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საჰაერო თავდაცვის საერთაშორისო წვრთნები ტარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 200-ზე მეტი მოლდაველი, ფრანგი, ბრიტანელი, რუმინელი და ამერიკელი ჯარისკაცი.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს