Logo

ზელენსკი – კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, ეს გვიჩვენებს რამდენად ძლიერები ვართ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ

უკრაინა
1168
Frontnews image description

ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენს რეგიონში გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს, ეს არის რუსეთის ფედერაცია, სხვა არავინ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსული აგრესიის წარუმატებლობაზე მეტყველებს, როცა რუსეთი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

 

“ალბათ, მოისმინეთ, კრემლში ჰყვებიან, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. ასეთი განცხადებების განხილვისთვის ღირს ერთი წუთით შეჩერება. 252 დღის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რუსული „სპეციალური ოპერაციის“ რვა თვის შემდეგ, კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ეს მართლაც საოცარი ცვლილებებია. ეს გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement