ზელენსკი – კურსკის ოლქში ოპერაცია გრძელდება, გაცვლითი ფონდი ივსება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 17 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ მომაწოდა ინფორმაცია კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ. ოპერაცია ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“უკრაინელების სიმამაცე აკეთებს დიდ საქმეებს. ახლა ჩვენ ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს, ვინც ამას უზრუნველყოფს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ქვედანაყოფს, რომელიც ავსებს უკრაინის გაცვლით ფონდს ახალი რუსი სამხედრო ტყვეებით. მან აღნიშნა, რომ ეს აახლოებს უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებას რუსული ტყვეობიდან.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ამ კვირაში მოხდა მოლაპარაკებების ჯგუფის და მთელი გაცვლითი ინფრასტრუქტურის გადატვირთვა.
უკრაინული ჯარების ოპერაცია რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, 15 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის 82 დასახლება უკვე უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო.
გუშინ, 16 აგვისტოს, სირსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები კურსკის რეგიონში კიდევ 1-დან 3 კილომეტრამდე დაწინაურდნენ.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა