ზელენსკი – კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო პუნქტზე დარტყმის შედეგად 20 ოფიცერი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში სამეთაურო პუნქტს 3 თებერვალს დაარტყეს. ოკუპანტებმა დიდი ზარალი განიცადეს ოფიცერთა კორპუსში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დაღუპულ ოფიცრებს შორის ჩრდილოეთ კორეელებიც არიან.
“მითხრეს, რომ სავარაუდოდ, 20 დაღუპული ოფიცერი იყო. მათ შორის იყვნენ ჩრდილოეთ კორეელი და რუსი ოფიცრები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევას ამ მიმართულებით და ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში 2,5 კილომეტრით წინსვლა მოახერხეს.





