ზელენსკი – კურსკის ოპერაცია არის ომის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც დაეხმარა და ეხმარება უკრაინას


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში ზუსტად ორი თვეა, გრძელდება. ეს არის ომის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც დაეხმარა და ეხმარება უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს სრულდება ჩვენი სამხედრო ოპერაციების ორი თვე კურსკის ოლქში. და ეს არის ომის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ის, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა და ეხმარება ჩვენს სახელმწიფოს. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ ომი რუსეთში გადაიტანონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პარტნიორების საკმარისი მხარდაჭერით, უკრაინა შეძლებს რუსეთზე ზეწოლას ზუსტად ისე, როგორც საჭიროა, რათა რუსეთის ფედერაციამ იგრძნოს, რომ “ომი მათ არაფერს მისცემს“.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ კურსკის ოლქში უკრაინას ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენატანი შესძინა გაცვლით ფონდში.
მისივე თქმით, უკრაინა კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს რუსეთზე, რადგან “მხოლოდ ძალით შეიძლება მშვიდობის დაახლოება”.


ზელენსკი – კურსკის ოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ნახავთ, რა პირობები ექნებათ რუსებს, როდესაც ომის დასასრულებლად შეთანხმებას მივაღწევთ

კურსკის ოპერაცია, სამშვიდობო გეგმა, უკრაინული იარაღი – მთავარი ზელენსკის პრესკონფერენციიდან

სალომე ზურაბიშვილი – იზოლაციის საფრთხე ჩნდება, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია და ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი!