ზელენსკი – “ლენდ-ლიზის” კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია, დარწმუნებული ვარ, ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს “ლენდ ლიზის“ აქტის ხელმოწერისთვის მადლობას უხდის.
“მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის და ამერიკელი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში. „ლენდ ლიზის“ კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში როგორც 77 წლის წინ“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის დემოკრატიის დაცვის ე.წ. ლენდ ლიზის აქტს ხელი მოაწერა, რაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს გაამარტივებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს