ზელენსკი – ლოგიკა არის ის, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ, რადგან ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს, ჩვენ არ ვართ მზად, ვიცხოვროთ ასეთი ლოგიკით


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გავლენას არ მოახდენს რუსეთის გადაწყვეტილებაზე უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, – ამის შესახებ მან იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“თუ რუსეთმა გადაწყვიტა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ის გამოიყენებს მას. თუ არ გადაწყვიტა ამის გაკეთება და ეს დასავლური სამყაროს ზეწოლაზეა დამოკიდებული, ის არ გამოიყენებს მას, მიუხედავად იმისა, რა ხდება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზოგჯერ ჩნდება მოსაზრება, რომ თუ უკრაინა ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწევს, რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი.
“ლოგიკა არის ის, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ, რადგან, ღმერთმა არ ქნას, ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვართ მზად ვიცხოვროთ ასეთი ლოგიკით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთი აგრძელებს ბირთვულ შანტაჟს და უკრაინასა და მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება. უკრაინის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს