ზელენსკი – მადლიერი ვართ, რომ მარტო არ ვართ, ჩვენ ამას ვგრძნობთ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტზე ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ახალი ევროპული უსაფრთხოების პროგრამის გაზრდის შესახებ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპელ ლიდერებს, ევროპულ საბჭოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის დაწყებისთანავე იგრძნობოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და გასულ კვირას, თქვენ ჩვენ გვერდით იყავით. რა თქმა უნდა, ყველა უკრაინელისგან, ჩვენი ერისგან ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, რომ მარტო არ ვართ და ეს მხოლოდ სიტყვები არაა, ჩვენ ამას ვგრძნობთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ძლიერი სიგნალები გქონდათ უკრაინელი ხალხისა და მებრძოლების, სამოქალაქო პირებისა და ჩვენი ოჯახების მიმართ. სიგნალები, რომ გაიზრდება ჩვენი წარმოება და გაიზრდება ახალი ევროპული უსაფრთხოების პროგრამა. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებებია. შესანიშნავია, რომ მარტო არ ვართ, ეს ვიცით. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა მოწვევისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს