Logo

ზელენსკი – მადლობა ყველა გმირს, ვინც ასუფთავებს შავ ზღვას ოკუპანტებისგან

უკრაინა
406
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გმირებს, რომლებმაც გაანადგურეს რუსი ოკუპანტების ლოგისტიკა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შავი ზღვის აკვატორიაში.

 

”მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა გმირს, ვინც ანადგურებს ლოგისტიკას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ასუფთავებს ყირიმს და შავ ზღვას ოკუპანტებისგან”, – აღნიშნა მან.

 

მისივე თქმით, ეს ამოცანა რთულია, მაგრამ “თანდათანობით ჩვენი მეომრები ასრულებენ მას და ამას ყველა ხედავს”.

 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და აგრესორი ქვეყნის პოტენციალის ფიზიკური განადგურება, მით უფრო მალე იგრძნობს ”უკრაინა, ევროპა და მთელი მსოფლიო კვლავ სიმშვიდეს”.

 

24 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსი ოკუპანტების ობიექტებს სევასტოპოლში. განადგურდა რუსეთის ფედერაციის ორი დიდი სადესანტო გემი – “იამალი” და “აზოვი” და საკომუნიკაციო ცენტრი.

Advertisement