ზელენსკი - მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა


ავტორი
Front News საქართველო
რომის პაპმა ინტრონიზაციის შემდეგ უკრაინის დელეგაცია მიიღო. მან გამოაცხადა ვატიკანის მზადყოფნა, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა გახდეს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში.
"მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პაპი მშვიდობის, იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ომის დასრულებაში. მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა.
ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმატით ხელშესახები შედეგების მისაღწევად. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასაცავად გამოთქმულ მკაფიო ხმას”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი