ზელენსკი – მადლობელი ვართ სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ საკუთარი იარაღის წარმოება ძირითადია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მადლიერია მოკავშირეების სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ საკუთარი იარაღის წარმოება ჩვენი სახელმწიფოს ძირითადი კურსია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“მადლობელი ვართ ყველა ლიდერის, ყველა სახელმწიფოს, რომელიც გვეხმარება იარაღით, ტექნიკით, ჭურვებით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მეტი მოწოდება იყოს… მაგრამ აშკარაა, რომ სახელმწიფოს ძირითადი კურსი საკუთარი წარმოებაა. საკუთარი იარაღი, ტექნიკა, საკუთარი ჭურვები ყველა პოზიციაზე, რაც აუცილებელია თავდაცვის ძალებისთვის.
ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფრის წარმოებაზე – რაკეტებიდან და თვითმფრინავებიდან დაწყებული ჯავშანტექნიკით და საჭირო კალიბრის ჭურვებით დამთავრებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინა აქტიურად აწარმოებს იარაღს. კერძოდ, საუბარია საბრძოლო მასალასა და დრონებზე.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს