Logo

ზელენსკი - მადურო ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშეა, თუმცა პუტინი არა

უკრაინა
205
Frontnews image description

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი სასამართლომდეც კი არ მისულა, მან მოახერხა ევროპის "შეჩერება" გაყინული აქტივების საკითხში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

"გასულ წელს, აქ, დავოსში, ჩემი გამოსვლა დავასრულე სიტყვებით "ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი“. ერთი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. ჩვენ ჯერ კიდევ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ იგივე სიტყვების თქმა მიწევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ყოველი წელი რაღაც ახალს მოაქვს და ახლა ყველამ ყურადღება გრენლანდიის საკითხზე გაამახვილა. გაირკვა, რომ ლიდერების უმეტესობამ არ იცის, რა უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით.

"პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ოპერაცია ვენესუელაში, მადურო დააკავეს. ამაზე განსხვავებული აზრები იყო, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება – მადურო ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშეა, მაგრამ პუტინი არა. და ის არის ყველაზე დიდი ომის ავტორი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ადამიანი, რომელმაც ეს ომი დაიწყო, არა მხოლოდ თავისუფალია, კვლავ იბრძვის ევროპაში გაყინული ფულის დასაბრუნებლად. მას ნაწილობრივ წარმატებაც აქვს. საბედნიეროდ, ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვა და ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ როცა საქმე მივიდა ამ აქტივების გამოყენებამდე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვისთვის, გადაწყვეტილება დაბლოკეს. პუტინმა შეძლო ევროპის შეჩერება. სამწუხაროდ, შეძლო", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები