Logo

ზელენსკი – მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას

უკრაინა
11.01.2023 / 14:49
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოქროს გლობუსის საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებს ონლაინ მიმართა.

 

მისი თქმით,  ორმა მსოფლიო ომმა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, რადგან უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას.

 

“მილიონობით ადამიანი დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დროს. მეორე მსოფლიო ომმა გაანადგურა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე. არ იქნება მესამე მსოფლიო ომი. ეს არ არის ტრილოგია. უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე.

 

ჩვენ ამას გავაკეთებთ მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გამარჯვების დღეს ყველანი ჩვენთან იქნებით. დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები