ზელენსკი – მეთაურებმა უნდა წარმოადგინონ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის განახლებული სტრუქტურა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის სარდლობამ უნდა წარმოადგინოს განახლებული საჰაერო თავდაცვის სტრუქტურა. ასევე პარტნიორებისთვის ახალი მოთხოვნები გენერირებული იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა საჰაერო თავდაცვის კონფიგურაციაზე, რათა ხარკოვის რეგიონს და ქვეყნის სხვა რეგიონებს მეტი დაცვა ჰქონდეთ რუსული თავდასხმებისგან.
”მთავარსარდალმა სირსკიმ (უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი), რომელიც მონაწილეობდა დღეს შეხვედრებში და შესაბამისმა მეთაურებმა უნდა წარმოადგინონ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის განახლებული სტრუქტურა და ახალი მოთხოვნები პარტნიორებისთვის – კონკრეტულად რა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ წლის ბოლომდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, მისი თქმით, დღეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის ანდრეი გნატოვის მოხსენება, რომელმაც ისაუბრა ქვეყნის აღმოსავლეთის დაცვაზე, უკრაინელი ჯარისკაცების მოქმედებებზე და საბრძოლო შესაძლებლობებზე.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა