ზელენსკი – მეუბნებოდნენ, რომ სამ დღეში მოვკვდებოდი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაძლო სიკვდილის შესახებ აფრთხილებდნენ და უცხოელი ლიდერები ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.
მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მას არაერთი საუბარი ჰქონდა და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკრაინის დაპყრობის ვადებზეც ისაუბრა.
“ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ბევრი ქვეყნიდან გავიგე, რომ პუტინი უკრაინას სამ დღეში დაიკავებს. ბევრი სატელეფონო საუბრისას მეუბნებოდნენ, რომ სამ დღეში მოვკვდებოდი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას და მის ოჯახს შესთავაზეს უკრაინის დატოვება საკუთარი უსაფრთხოებისთვის.
“ხშირად მესმოდა: ახლავე დატოვე კიევი ოჯახთან ერთად. შენ ძლიერი ადამიანი ხარ, მაგრამ შენი ადგილი უკრაინაში არ არის. ყველაფერი გავიგე, მაგრამ მჯერა ფაქტების. ფაქტია, რომ ჩვენ აქ, კიევში ვართ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს