ზელენსკი მიიჩნევს, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგობის წყალობით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიასთან უხსნის პერსპექტივას საქართველოს, რომ მომავალში შეძლოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი ქვეყნების სამიტის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ მეგობარ ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან – რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან, თურქეთთან.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთელი ევროპის კონტინენტის სტაბილურობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია სტაბილურობაზე შავი ზღვის რეგიონში და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში.
”უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები ასევე გაჩნდება სამხრეთ კავკასიის მეზობელი შავი ზღვის რეგიონში ცვლილებების წყალობით. ეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში შემატებს პოტენციალს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით, ახალი პერსპექტივები გაიხსნება საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ამჟამინდელ ვითარებას “ისტორიული გზაჯვარედინი” უწოდა.
“არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი: ან ტერორისტული რუსეთი მიაღწევს თავისუფლების დარღვევას და შემდეგ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა, რომელიც არსებობს აღმოსავლეთ ევროპაში, გავრცელდება ჩვენს კონტინენტზე, ან თანამშრომლობის მრავალი დონისა და ფორმატის წყალობით, განსაკუთრებით რეგიონული, ჩვენი საერთო თავისუფლების დასაცავად, რუსეთი წააგებს ამ დაპირისპირებაში და როდესაც ის წააგებს, შედეგად, გეოპოლიტიკური სტაბილურობის ისტორიული შანსი განხორციელდება სკანდინავიიდან მინსკის და კიევის გავლით სამხრეთ კავკასიამდე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს