
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირად, არამედ წმინდად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც სუფთა და ძლიერი სამართლებრივი საფუძველი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა ევროპული სასამართლოა.
“თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, თუ მისი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული, მაშინ ეს ნაბიჯი აუცილებელია. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა უკვე დაჩქარებული წესით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ მან მიიღოს ადეკვატური მკურნალობა და როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/3UYUNIfgVSo” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს