ზელენსკი – მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე ქვეყანასთან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეთანხმდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის დელეგაციამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე ქვეყანასთან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეათანხმა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“არის შეხვედრები, სადაც რამდენიმე სახელმწიფოსთან თავდაცვის პაკეტებზე შევთანხმდით. არის საარტილერიო და 155 კალიბრის ჭურვები. არის დიდი პაკეტები, მაგრამ სანამ არ ჩამოვა, ვერ გეტყვით დეტალებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, ზელენსკის თქმით, არსებობს შეთანხმებები უკრაინისთვის იარაღის წარმოებაზე.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო. 150-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი შეიკრიბა გერმანიაში, რათა განეხილათ გლობალური უსაფრთხოების საკითხები. უკრაინის დახმარება ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს