Logo

ზელენსკი – მივდივარ აშშ-ში უკრაინის სტაბილურობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად

უკრაინა
21.12.2022 / 10:57
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან ჯო ბაიდენთან და გამოსვლა კონგრესში, – ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის Twitter-ზე ვრცელდება.

 

“მივდივარ შეერთებულ შტატებში უკრაინის სტაბილურობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან“, – წერს ზელენსკი.

 

როგორც პრეზიდენტის ოფისში აღნიშნავენ, ზელენსკი კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვა და არაერთ შეხვედრას გამართავს. 

 

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თეთრ სახლშიც დაადასტურეს. მათ განაცხადეს, რომ ორი ლიდერი გამართავს ორმხრივ შეხვედრას, რომლის დროსაც ბაიდენი გამოაცხადებს უკრაინისთვის 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს. პაკეტში შედის “პატრიოტის” სისტემა.

 

ბაიდენის ადმინისტრაციამ ზელენსკის ვიზიტს უწოდა სიგნალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერს კიევს მანამ, სანამ დასჭირდება.

 

გარდა ამისა, ზელენსკის ვიზიტის დროს დაგეგმილია კონგრესის მიერ უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფის საკითხის განხილვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები