ზელენსკი - მივემგზავრებით ფლორიდაში, გზად კანადაში გავჩერდებით, სადაც პრემიერ-მინისტრს შევხვდები

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაში ჩასვლამდე კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან, ასევე ევროპელ ლიდერებთან ონლაინ შეხვედრა დააანონსა.
"დიახ, ამჟამად თვითმფრინავში ვართ, რომელიც აშშ-ის ქალაქ ფლორიდაში მიემგზავრება. გზად კანადაში გავჩერდებით, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის შევხვდები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ასევე დაგეგმილია ევროპელ ლიდერებთან ონლაინ შეხვედრა.
"ჩვენ განვიხილავთ ყველა საკითხს, გავაცნობთ მათ ინფორმაციას და გავცვლით იმ დოკუმენტების დეტალებს, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტთან განვიხილავ“, - განუცხადა ზელენსკიმ შაბათს ჟურნალისტებს.
პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ლიდერებთან ამ დოკუმენტებში არსებულ სენსაციურ საკითხებს დააყენებს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




