ზელენსკი – მხოლოდ ამ ღამით დაზიანდა თითქმის 50 სახლი, დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც


ავტორი
Front News საქართველო
ოდესაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად საბერძნეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა. ეს არის მეორე დიპლომატიური ინსტიტუტი, რომელიც დაზარალდა რუსული ტერორის შედეგად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“მხოლოდ ამ ღამით დაზიანდა თითქმის 50 სახლი… დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც. ეს არის მეორე საკონსულო ოფისი ოდესაში, რომელიც დაზარალდა რუსული ტერორისგან. სულ რაღაც სამი დღის წინ კიდევ ერთმა ასეთმა თავდასხმამ დააზიანა ჩინეთის საკონსულოს შენობა”, – განაცხადა ზელენსკი.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი გლობალური საფრთხეა.
“ქალაქების განადგურება, კულტურის განადგურება, პორტების განადგურება, რომლებიც ფუნდამენტურია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის. არასოდეს ყოფილა ისეთი ტერორისტები, რომლებსაც შეეძლოთ მსოფლიოს დაძლევა და წარმატებას ვერც კრემლის გიჟები მიაღწევენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
23 ივლისის ღამეს რუსი ოკუპანტების მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესაში დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები.
დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს