ზელენსკი – მხოლოდ დღეს ხერსონის ოლქში სამი სოფელი გათავისუფლდა

ავტორი
Front News საქართველო
ხერსონის რაიონში გათავისუფლებულია სამი სოფელი, კერძოდ, ნოვოვოსკრესენსკოე, ნოვოგრიგოროვკა და პეტროპავლოვკა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების წარმატებული წინსვლა გრძელდება.
“მხოლოდ ამ დღის განმავლობაში ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმიდან გათავისუფლდა და დასტაბილურდა ისეთი დასახლებები, როგორიცაა ნოვოვოსკრესენსკოე, ნოვოგრიგოროვკა და პეტროპავლოვკა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო ძალებმა 6 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




