
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილ ფედოროვის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება არა ერთ ადამიანს, არამედ ომის დროს მთელი სისტემის ეფექტური ფუნქციონირების აუცილებლობას უკავშირდება.
Sky News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატივს სცემს როგორც ფედოროვს, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს ალექსანდრ სირსკის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციები ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული.
ზელენსკის თქმით, ოპერაციების წარმატება, მათ შორის რუსეთში სამიზნეებზე დარტყმები, ბევრი სტრუქტურის - დაზვერვის, სპეციალური სამსახურების, სამხედრო დანაყოფებისა და სარდლობის მუშაობის შედეგია.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა პრეზიდენტმა ხელახლა დანიშნოს ფედოროვი, ზელენსკიმ პირდაპირ არ უპასუხა. მისი თქმით, არ სურს, რომ ჩინოვნიკებს შორის შიდა დაპირისპირებებმა გავლენა მოახდინოს სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, ომის დროს მას არ შეუძლია დროის დაკარგვა სხვადასხვა სტრუქტურებს შორის მუდმივი კონფლიქტების მოგვარებაზე.
"მე არ მაქვს დრო საუბრებისა და მოლაპარაკებებისთვის. არ მაქვს დრო, რომ ჯერ ერთი მხარე მოვუსმინო და შემდეგ მეორე, რადგან ორივე მხარე არ არის მზად ყოველდღიური შეხვედრებისთვის. და არ მჭირდება იმის გარკვევა, ვინ არის მართალი და ვინ არა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ახლა მობილიზაციისადმი ახალი მიდგომა და ახალი ნაბიჯებია საჭირო. გენერალურ შტაბსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ერთიანობაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია ანტიბალისტიკური საკითხების მოგვარება.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებსაც კი არ შეუძლია ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედრო პერსონალის სრულად ჩანაცვლება.
"თუ ფრონტზე ჯარისკაცები არ გყავთ, დაკარგავთ ერთ ტერიტორიას, ერთ სოფელს, სოფლის შემდეგ კი ერთ ქალაქს", - აღნიშნა მან.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს