ზელენსკი – მოხარული ვარ, რომ შემიძლია ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის იმედი მქონდეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ლიდერს ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. ორი სახელმწიფოს ლიდერებმა ფრონტზე და ამერიკის კონგრესში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს.
“განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის იმედი მქონდეს. ჩვენ ასევე გვჯერა აშშ-ის კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების. უკრაინის მხარდაჭერა არის დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ერთად დავიცვათ ეს ღირებულებები“, – განაცხადა ზელენსკიმ ბაიდენთან საუბრის შემდეგ.
გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, ის შეთანხმდა ბაიდენთან კონტაქტის შენარჩუნებაზე.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს