ზელენსკი – მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ არა ნაცისტურ რუსეთთან


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების შემდეგ, თუმცა ის დაფუძნებული უნდა იყოს პატივისცემაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მესამე მხარის მოწოდების მიუხედავად, ახლა სასაუბრო საგანი არ არსებობს.
“ჩვენ მხოლოდ ჩვენი მიწების გათავისუფლება გვაინტერესებს, რის შემდეგაც მოგვიწევს საუბარი რუსეთთან, რომელიც მზად არის პატივი სცეს თავის თანამოსაუბრეს და დააბრუნოს ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. სწორედ ასეთ რუსეთთან სასაუბროდ ვიქნები მზად, მაგრამ არა რუსეთთან, რომელიც ამჟამად არსებობს, ნაცისტურ რუსეთთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს.
”არ ვარ დარწმუნებული, რომ ის მზად არის გამოიტანოს დასკვნები იმ ტრაგედიიდან, რომელიც მან მიაყენა უკრაინას, მსოფლიოს, მაგრამ პირველ რიგში მის საზოგადოებას, მის ქვეყანას. ვიცი, რომ ზოგიერთი მთავაზობს მასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, მაგრამ მე ვერ ვხვდები რაზე ველაპარაკო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს