ზელენსკი - მოსკოვი შეგნებულად აჭიანურებს ომს, მეტი ზეწოლაა საჭირო


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორების წინააღმდეგ მხოლოდ დამატებითი სანქციები აიძულებს მოსკოვს, ცეცხლი შეწყვიტოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული ღამე კიევში რთული იყო. მოსკოვმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 250 დრონი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ირანული "შაჰედებია", ასევე 14 ბალისტიკური რაკეტა.
მისივე თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, მანქანები და საწარმოები. არიან დაჭრილები. ასევე დაზარალდნენ ოდესის, ვინიცის, სუმის, ხარკოვის, დონეცკის, კიევის და დნეპროპეტროვსკის ოლქები - მსხვერპლი ყველგან მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარს უჭერს ქვეყანას ამ რთულ დროს.
"ყოველი მსგავსი დაბომბვით მსოფლიო რწმუნდება, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი მოსკოვშია. უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა – როგორც სრულად, ასევე ცაში. ეს ყველაფერი უგულებელყოფილია.
აშკარაა, რუსეთზე საჭიროა გაცილებით ძლიერი ზეწოლა, რომ იყოს შედეგი და დაიწყოს რეალური დიპლომატია. ჩვენ ველოდებით სასანქციო ნაბიჯებს აშშ-სგან, ევროპისგან და ყველა ჩვენი პარტნიორისგან. რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორების წინააღმდეგ მხოლოდ დამატებითი სანქციები აიძულებს მოსკოვს, ცეცხლი შეწყვიტოს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება და მხარს გვიჭერს“, – წერს ზელენსკი.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა