Logo

ზელენსკი – მსოფლიო იპოვის პუტინის ლიკვიდაციის გზას, თუ ის ბირთვული იარაღით მუქარას არ შეწყვეტს

უკრაინა
1135
Frontnews image description

მსოფლიო იპოვის გზას, რომ რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს სიცოცხლე წაართვას, თუ ის ბირთვული იარაღით მუქარას არ შეწყვეტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, პუტინი უკრაინისთვის საშიშია 2014 წლიდან, როდესაც მან უკრაინის პირველი ტერიტორიები დაიკავა, თუმცა დიქტატორი კიდევ უფრო საშიში გახდა 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც მან დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი.

 

“ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ღიად საუბრობდა ომზე და უკრაინელების განადგურებაზე, ვფიქრობ, შეუძლებელია იყო უფრო საშიში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკის თქმით, ვერავინ შეძლებს ასპროცენტიანი პროგნოზის გაკეთებას იმის შესახებ, გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს.

 

“შემიძლია ჩემი აზრი გამოვთქვა. ვფიქრობ, რომ მას ეშინია თავისი სიცოცხლის გამო. მე მჯერა, რომ თუ არ შეწყვეტს მსოფლიოს ატომური იარაღით მუქარას, სამყარო იპოვის მისთვის სიცოცხლიუნარიანობის ჩამორთმევის ფორმატს. ეს ძალიან საშიშია და ამიტომ ყურადღებით აკეთებს ამ მესიჯებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტი ასევე სახიფათოდ მიიჩნევს დიქტატორის იმ ადამიანთა წრეს, ვინც ამ თემას აყენებს.

 

კერძოდ, საშიშია, რომ პუტინმა შესაბამისი იარაღი ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიტანა. თუმცა, მისი თქმით, მთელი ეს საფრთხე უფრო პოლიტიკური, მედია და საინფორმაციოა.

 

“არ მგონია, რომ ის დღეს მზად არის ამის გასაკეთებლად, რადგან ის ფიქრობს თავის ცხოვრებაზე. მას ძალიან უყვარს იგი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება, თუმცა მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა ვიყო არაადეკვატური ადამიანის გარანტი, რომელმაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი მეზობლის წინააღმდეგ 21-ე საუკუნეში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement