ზელენსკი – მსოფლიო რწმუნდება, რომ შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ომი იყოს წინ


ავტორი
Front News საქართველო
ახლა, რუსეთის ხელმძღვანელობის სიგიჟის გამო, მსოფლიოს ყველა ერისთვის გაურკვევლობისა და საფრთხის პერიოდია, მსოფლიოს ესმის და რწმუნდება, რომ შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ომი იყოს წინ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში ყველას საერთო ინტერესია, ვინც აფასებს სტაბილურობას და პროგნოზირებადობას, რომ გლობალურმა სამშვიდობო სამიტმა შედეგი გამოიღოს, რათა საერთაშორისო სამართალი კვლავ ამოქმედდეს.
”ახლა, რუსი ლიდერების სიგიჟის გამო, მსოფლიოს ყველა ერს ემუქრება გაურკვევლობისა და საფრთხის პერიოდი. მსოფლიოს სულ უფრო და უფრო ესმის და რწმუნდება, რომ წინ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ომი იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ შევაჩეროთ. ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ ნორმალური ცხოვრება. მსოფლიოს აქვს ეს ძალა და მან უნდა იმუშაოს ახლა – მან უნდა შეაჩეროს რუსეთი. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება. მადლობა ყველას, ვინც იცავს უკრაინას, ვინც მუშაობს უკრაინისთვის და ვისაც ახსოვს: მთავარი ამოცანაა, მივცეთ ჩვენს სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობა, განდევნოს ოკუპანტები, ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს