
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთთან შედარებით ნაკლები რესურსებისა და შესაძლებლობების მიუხედავად, უკრაინამ ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში ვიზიტის დროს განაცხადა.
"უფრო სწორად რომ ვთქვათ, ნაკლები რესურსებით, ნაკლები სახსრებით, უკრაინელებმა მიაღწიეს უფრო ხელშესახებ და საამაყო შედეგებს. და რაც მთავარია, მათ სამართლიანად შეუძლიათ იამაყონ საკუთარი თავით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეს სრულიად სამართლიანია, რადგან ისინი საკუთარ უფლებებს იცავენ და ამისთვის მთელი მსოფლიო უკრაინელებს პატივს სცემს.
"და მსოფლიოში ყველა სუფთა გული უკრაინისგან მხოლოდ ერთ რამეს ელოდება, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ რუს ნაძირალაზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს