ზელენსკი – მსოფლიო რუსეთის მიერ ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის ემზადება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსი პროპაგანდისტები ბირთვული იარაღით ღიად იმუქრებიან.
მისივე თქმით, რუსეთის გამო მსოფლიოში შესაძლოა, ბირთვული სახელმწიფოების რაოდენობა გაიზარდოს.
“რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. მსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ეგრეთ წოდებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მასობრივი განადგურების იარაღისადმი სხვადასხვა სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლა. რუსეთს დაუსჯელად თუ მიეცემა ბირთვული შანტაჟის ნება, მსოფლიოს სხვადასხვა ძალებს შესაძლოა, ლოგიკური მოეჩვენოთ. იმის თქმა, რომ ეს სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის – არაფრის თქმაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს