
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო ლიდერებს ესმით, რისთვის ემზადება რუსეთი. უკრაინელი სამხედროები მზად არიან ძლიერად უპასუხონ რუსი ოკუპანტების ნებისმიერ ქმედებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტულ ქმედებებს გეგმავს. ჩვენ ასევე ვიცით როგორ ვუპასუხოთ ოკუპანტს. და ჩვენ ძლიერად ვუპასუხებთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მალე მიიღებს დამატებით რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
“იქნება სათადარიგო ნაწილები იმ სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინა უკვე იყენებს. რა თქმა უნდა, იქნება საარტილერიო – უპირველეს ყოვლისა, ჭურვები, დრონები, ჯავშანტექნიკა, ყველა ლიდერი, რომელიც გვეხმარება, სრულად არის ინფორმირებული ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს