ზელენსკი – მსოფლიოს სჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები


ავტორი
Front News საქართველო
ევროპას, ამერიკას და ყველა ჩვენს გლობალურ პარტნიორს სჭირდება საერთო გაგება იმისა, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ, რომ პუტინმა ვეღარასოდეს მოატყუოს მსოფლიო და რომ რუსეთმა ვეღარ მოუტანოს სიკვდილი სხვა ერებს. უსაფრთხოების გარანტიები არის ის, რაც აერთიანებს უმრავლესობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“უსაფრთხოების გარანტიები არის ის, რაც აერთიანებს აბსოლუტურ უმრავლესობას – ევროპას, ამერიკას და ყველა ჩვენს გლობალურ პარტნიორს სჭირდება საერთო გაგება იმისა, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ, რომ პუტინმა ვეღარასოდეს მოატყუოს მსოფლიო და რომ რუსეთმა ვეღარ მოუტანოს სიკვდილი სხვა ერებს – უკრაინიდან და ევროპიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ნგრევა და დანაკარგი, რაც გამოწვეული იყო რუსეთის მიერ – მისი არმიით, მისი დაზვერვის სამსახურებით, დაქირავებული მებრძოლებით. მსოფლიოს სჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები. მადლობელი ვარ ყველასი მხარდაჭერისთვის.
ახლა ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორთან ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე და მხარდაჭერის კონკრეტულ ფორმებზე – ქმედებებზე, დახმარებაზე, გადაწყვეტილებებზე და შეტყობინებებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს