ზელენსკი – მსოფლიოში არსად არ უნდა მიეცეს ტერორს არც ერთი შანსი, გვჯერა, ისრაელში წესრიგი აღდგება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა და სამძიმარი გამოუცხადა ყველას, ვისი ახლობლები და მეგობრები ტერაქტის დროს დაიღუპნენ.
მისი თქმით, უკრაინას სჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან.
“მსოფლიოში არსად არ უნდა მიეცეს ტერორს არც ერთი შანსი, რადგან ტერორი ყოველთვის არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან მისი კონკრეტული მსხვერპლის, არამედ კაცობრიობის და მთელი ჩვენი სამყაროს წინააღმდეგ. ვინც არ უნდა იყენებდეს და აფინანსებდეს ტერორს, ეს არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მსოფლიო უნდა იყოს ერთიანი და სოლიდარული, რათა ტერორი არასოდეს ცდილობდეს სადმე დაპყრობას ან სიცოცხლის განადგურებას.
“ისრაელის თავდაცვის უფლება ეჭვგარეშეა. ამ ტერორისტული თავდასხმის ყველა გარემოება უნდა დაზუსტდეს, რათა მსოფლიომ იცოდეს და დაისაჯოს ყველა, ვინც თავდასხმის პროვოცირება მოახდინა და დაეხმარა მის ორგანიზებაში… თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია! ჩვენ ვგმობთ ტერორის ყოველ გამოვლინებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრთხის ზონაში მყოფი უკრაინის ყველა მოქალაქემ ადგილზე უნდა შეასრულოს მითითებები და ყურადღებით დააკვირდეს ინფორმაციას.
“გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს! თუ დახმარება გჭირდებათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ჩვენს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას, თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი გზით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს