Logo

ზელენსკი – მტერი შეეცდება წლის ბოლო დღეები ბნელი და რთული გახადოს

უკრაინა
263
Frontnews image description

რუსული ჯარები შეეცდებიან წლის ბოლო დღეები უკრაინელებისთვის ბნელი და რთული გახადონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ამ წელს კიდევ რამდენიმე დღე დარჩა. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მტერი შეეცდება ბნელი და რთული გახადოს ეს დრო. გთხოვთ, მოუსმინოთ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებს ამ დღეებში.

 

გთხოვთ, საკუთარ თავსაც გაუფრთხილდეთ და იყავით მზად სხვების დასახმარებლად. როცა უკრაინელები ერთად არიან და როცა უკრაინელები ერთმანეთის მადლიერნი არიან, ჩვენ ვერავინ მოგვერევა. დაე, ყოველთვის ასე იყოს!”, –  განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement