Logo

ზელენსკი – მტრის განადგურება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ წარმატებას მიაღწევს

უკრაინა
1044
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მტრის განადგურება ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

ზელენსკის თქმით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე ასზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.

 

”ყველაზე სასტიკი – ავდეევკაში, მარინკის მიმართულება – კრასნოგოროვკა, ლიმანის მიმართულება, სევერსკის მიმართულება, კუპიანსკის მიმართულება, ხერსონის მიმართულება.

 

სტაბილურობა და მტრის განადგურება ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ის წარმატებას მიაღწევს.

 

მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს, ყველას უკრაინაში, ვინც ახლა იბრძვის, ვინც ახლა მუშაობს, ვინც ეხმარება, რათა ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა სახელმწიფომ გაიმარჯვოს წელს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

Advertisement