ზელენსკი – მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუ ეს არის ერთადერთი გზა მშვიდობისკენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ეს შესაძლებელია ერთი პირობით.
ინტერვიუს დროს ზელენსკის ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ის პუტინთან ერთ მაგიდასთან დაჯდომას, თუ დაიწყებოდა პოტენციური სამშვიდობო პროცესი ოთხი ჯგუფის მონაწილეობით.
ზელენსკის თქმით, ის მზად არის ამისთვის, თუ ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია მშვიდობა მოუტანოს უკრაინის მოქალაქეებს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ წავალთ ამ ვარიანტზე, ამ ოთხ მონაწილესთან შეხვედრაზე. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ვარ, როგორი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ, არ ვარ კეთილგანწყობილი მის მიმართ და მტრად მიმაჩნია. და გულახდილად რომ ვთქვა, მასაც მტრად მივაჩნივარ”, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს