ზელენსკი ოჩაკივში ჩავიდა და სამხედრო ექიმებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 27 ივლისს, მიკოლაივის ოლქის ქალაქ ოჩაკივს ეწვია, სადაც სამხედრო ექიმებს შეხვდა.
“სტაბილიზაციის სამედიცინო ცენტრი ოჩაკივში. უკრაინის დაჭრილი დამცველები სამედიცინო დახმარებას აქ იღებენ. მე მქონდა პატივი პირადად გადამეცა სახელმწიფო ჯილდოები სამხედრო ექიმებისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ამაყობს ყველა იმით, ვინც იცავს სახელმწიფოს და მადლიერია ყველასი, ვინც ხალხს გადაარჩენს.
აღსანიშნავია, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოჩაკივი ოკუპანტების მიერ მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




