ზელენსკი – ოკუპანტები აუცილებლად იგრძნობენ ჩვენი მუშაობის შედეგებს, სერიოზულად იგრძნობენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის მოხსენება მოისმინა.
ზელენსკის მოხსენების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ოკუპანტები აუცილებლად იგრძნობენ “ჩვენი მუშაობის შედეგებს”.
“ისინი ამას სერიოზულად იგრძნობენ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
დღეს ზელენსკიმ ასევე მოისმინა მოხსენებები უსაფრთხოების ძალებისგან და სამხედროებისგან, მათ შორის მტრის დაბომბვის შედეგები და ფრონტზე არსებული ვითარება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ პრეზიდენტს მოახსენა სასაზღვრო ტერიტორიებზე თავდასხმებისა და ხარკოვის დაბომბვის შესახებ, რომელსაც ოკუპანტები ღამით თავს დაესხნენ 5 კამიკაძე-დრონით.
უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა, გენერალმა ვასილი მალიუკმა განაცხადა, რომ დასრულდა სამუშაოები ხერსონის და კრივოი-როგის დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად.
ზელენსკის თქმით, შეხვედრა გაიმართა ასევე მთავარსარდალ ზალუჟნისთან, მეთაურებთან – სირსკისა და ტარნავსკისთან.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს