Logo

ზელენსკი – ოკუპანტები პასუხს აგებენ ყველაფრისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინეს

უკრაინა
424
Frontnews image description

ოკუპანტები პასუხს აგებენ ყველაფრისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინეს. ყველაფრისთვის, რაც  უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გააკეთეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი წერს და რუსი აგრესორების დაბომბვების შედეგად დანგრეული უკრაინული ქალაქების ფოტოებს აქვეყნებს.

 

“ისინი პასუხს აგებენ ბუჩასთვის, კრამატორსკისთვის, ვოლნოვახასთვის, ოხტირკასთვის, ჰოსტომელისა და ბოროდიანკასთვის. იზიუმისთვის, მარიუპოლისთვის და ყველა სხვა ქალაქისა და სოფლისთვის უკრაინაში, რომელიც რუსულმა ჯარმა 80 წლით უკან დახია. ამ საშინელი პერიოდისთვის, რომელზეც მთელი მსოფლიო ამბობდა: “აღარასოდეს”. 

 

ჩადენილისთვის დაისჯება ყველა ოკუპანტი და ტერორისტი, მკვლელი და მძარცველი. ჩვენი ამოცანაა, გავაკეთოთ ყველაფერი, შევაგროვოთ ყველა მტკიცებულება, რათა ყველა იმ ორკმა, რომელიც მონაწილეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაში, გენოციდში, ძარცვაში, მიიღოს დამსახურებული სასჯელი”, – წერს ზელენსკი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fposts%2F3056052144645141&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”793″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement