ზელენსკი – ოკუპანტებმა წელს ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწიეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა მიმდინარე წლის განმავლობაში უკრაინაში ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია. ვსაუბრობ 2023 წელზე. რუსეთმა ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, თავდაპირველი მიზანი იყო უკრაინის აღება სამ დღეში.
“მიზნები ნათელი იყო – ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაცია, შემდეგ მიზანი შეიცვალა – ეს არის წვდომა უკრაინის დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებთან. მათ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, ამიტომ დამარცხებაზე სალაპარაკო არაფერია. რუსეთმა ვერც ერთ გამარჯვებას ვერ მიაღწია. რა სამი დღე, უკვე ორი წელია… ჩვენი მებრძოლები ძალიან მაგრები არიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი დღეს აქტუალური არ არის, ის ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ამის მზაობას.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად დაიხევს რუსეთი, მით უფრო სუსტი იქნება.
“მე არაფერი მაქვს პირადული. ამ თანამდებობაზე მე უნდა დავიცვა ჩვენი სახელმწიფო ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად. მისი მთელი ტერიტორია. და მთელი ჩვენი ტერიტორია მოიცავს ოკუპირებულ დონბასს და ყირიმს. ამიტომ, მე მხოლოდ ასე აღვიქვამ”, – განაცხადა ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კითხვაზე საპასუხოდ, რას წარმოადგენს პირადად მისთვის გამარჯვება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს