ზელენსკი – ომი დასკვნით ეტაპზეა და ეს შეიძლება იყოს ყველაზე რთული


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე დასკვნით ეტაპზეა და ეს შეიძლება იყოს ყველაზე რთული. ამავდროულად, ამჟამად რთულია საომარი მოქმედებების დასრულების პროგნოზირება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა რუმინეთში ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, თუ როდის დასრულდება ომი, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზუსტ თარიღს, ალბათ, ახლა ვერავინ დაასახელებს.
ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ამჟამად აგრძელებენ კონტრშეტევის კამპანიას ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.
“ჩვენ მივდივართ კონტრშეტევაზე, რომ რუსეთმა დატოვოს ჩვენი ტერიტორიები. ვფიქრობ, ვიცი როდის, მაგრამ ამასაც ვერ გეტყვით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გარკვეულ პერიოდებზე და გამოთქვა მოსაზრება, რომ ამჟამად ეს უკვე დასკვნითი ეტაპია.
“ეს ომის ბოლო ნაწილია, ეს არ არის მისი შუა, პირველი პერიოდია დაპყრობა, შემდეგ შეტევის შეჩერება (რუსეთის ჯარების) და ინიციატივის ხელში ჩაგდება. ვფიქრობ, ბოლო ნაწილში ვართ. ჩვენ გვაქვს ბევრი საშუალება, იარაღი, მაგრამ ვართ ბოლო, ყველაზე რთულ ნაწილში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს