Logo

ზელენსკი – ომი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბრუნდება, ეს გარდაუვალი პროცესია

უკრაინა
791
Frontnews image description

უკრაინაში რუსების მიერ გაჩაღებული ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას იწყებს, ეს ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსული აგრესია უკრაინაში ბრძოლის ველზე ჩავარდა.

 

“დღეს უკვე 522-ე დღეა, გრძელდება ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობა ერთ-ორ კვირაში ასრულებდა. უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებს. ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ამავდროულად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებს შეუძლიათ ზამთარში კვლავ მიმართონ ენერგეტიკულ ტერორს.

 

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც შარშან, ისე ამ ზამთარშიც რუს ტერორისტებს შეუძლიათ დაარტყან ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს და კრიტიკულ ობიექტებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement