ზელენსკი – ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპას ბრიტანეთი და საფრანგეთი წარმოადგენენ

ავტორი
Front News საქართველო
ევროპა უნდა იყოს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ევროკავშირს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უნდა წარმოადგენდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პოზიცია ძალიან მკაფიოა – ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან ომის დასასრულებლად.
“ევროპა ძალიან დიდია და მას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმომადგენლობა. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროპას წარმოადგენენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, მაკრონი და სტარმერი”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
მისივე თქმით, უკრაინას სურს თავისი მკაფიო პოზიცია გადასცეს ყველა სხვა პარტნიორს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


