ზელენსკი - ომის დასრულების, უსაფრთხოების გარანტიებისა და აღდგენის შესახებ დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ფლორიდაში მესამე დღეა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამშვიდობო გეგმაზე. შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური მოლაპარაკებათა ჯგუფისგან ანგარიშს ელის.
"უკრაინის მოლაპარაკებათა ჯგუფი ამჟამად ფლორიდაში მუშაობს. დღეს შეხვედრა გაიმართება ამერიკულ დელეგაციასთან და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. გრძელდება მუშაობა ომის დასრულების, უსაფრთხოების გარანტიებისა და აღდგენის შესახებ დოკუმენტებზე. ჩვენ დეტალურად ვმუშაობთ თითოეულ პუნქტზე და ამერიკული მხარის კონსტრუქციული მხარდაჭერა არსებობს.
ველოდები რუსტემ უმეროვის და ანდრეი გნატოვისგან ანგარიშს საუბრის დეტალებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროპა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ამერიკულ სამშვიდობო გეგმაზე უკვე ერთი თვეა, მუშაობენ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




