ზელენსკი – ომის სამართლიანი დასასრულისთვის საჭიროა პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილებები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას სჭირდება მტკიცე გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან, რომლებიც დაეხმარება რუსეთთან ომის დასრულებას სამართლიანი პირობებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რათა კვირეული იყოს პროდუქტიული პარტნიორებთან ურთიერთობაში.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დღეს მან შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გუნდთან.
“ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვჭირდება მტკიცე გადაწყვეტილებები ომის სამართლიანი დასასრულისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ავლენს სათანადო ლიდერობას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
18 ივლისს ლონდონში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ჩეხეთი და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა