ზელენსკი – “ოთახში სპილო” ნებისმიერი შეიძლება იყოს, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაციის შესრულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამავდროულად, განცხადებებს უნგრეთის მიერ ამ პროცესის დაბლოკვის შესახებ არ შეიძლება ეწოდოს გლობალური პრობლემა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჯერ არ არსებობს გლობალური პრობლემა. “ოთახში სპილო” ნებისმიერი შეიძლება იყოს, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოვიქცეთ როგორც ადამიანები და ყველაფერი განვახორციელოთ იმ გზაზე, რაც დაგეგმილია. არის 7 რეკომენდაცია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ისინი სრულად, რომ არ იყოს კითხვები, არ იყოს შესაძლებლობა თქვან, რომ “უკრაინამ რაღაც არ შეასრულა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს