ზელენსკი – პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხზე სამხედრო სარდლობასთან შეხვედრა გამართა. ზელენსკიმ ასევე განიხილა პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება.
“ჩვენ ცალკე და დეტალურად გავაანალიზეთ ჩვენი საჰაერო ძალების მუშაობა, ყველა ჩვენი ცის დამცველის. რუსული რაკეტების და უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდების შედეგები. რა იყო წარმატებული, რას უნდა მივმართოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს მუშაობას ყველა პარტნიორთან საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხზე. ამავდროულად, რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდაზე მუშაობა გრძელდება.
”მსოფლიო სანქციები, რა თქმა უნდა, მუშაობს და კარგად მუშაობს. არსებობს აშკარა მტკიცებულება რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის შენელების შესახებ, მაგრამ იმისთვის, რომ სანქციების შედეგი იყოს ასპროცენტიანი, სანქციების გვერდის ავლით სქემებიც ასი პროცენტით უნდა დაიბლოკოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ახლა საჭიროა ახალი ქმედებები მათ წინააღმდეგ, ვინც აგრძელებს რუსეთის დახმარებას სანქციების გვერდის ავლაში.
“მსოფლიოში ყველამ იცის ტერორიზმის თანამზრახველების ეს მცირე სია. ამაზე დამატებით ვისაუბრებთ ჩვენს პარტნიორებთან”, – აღნიშნა მან.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი – რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე საუბარი უკრაინის გარეშე არ შეიძლება

ზელენსკი – დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდებიან ერთად და სამუდამოდ

ზელენსკი – უბრალოდ სამარცხვინოა, რასაც აკეთებენ ისინი ახლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვმუშაობთ პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე